ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

1612

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

სამშენებლო სამუშაოები სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას მოიცავს, გარდა ანისა, ჩატარდება გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოები და ტერიტორია კეთილმოწყობა.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1 200 მაყურებელზე და მასზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და სხვა აუცილებელი სამუშაოები მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია. პროექტი 2020 წელს დასრულდება.