NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოს დადებითი რეიტინგი უკიდურესად დაბალია. გამოკითხულთა უკიდურესად მცირე რაოდენობა, მხოლოდ 1% თვლის, რომ დედაქალაქის საკრებულო ძალიან კარგად მუშაობს და ასევე მხოლოდ 8% თვლის, რომ საკრებულო მუშაობს კარგად. ასეთი დაბალი დადებითი შეფასება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს.
კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოს შეფასება ასეთია:
ძალიან კარგად მუშაობს, ამბობს – 1%;
კარგად – 8%;
საშუალოდ – 39%;
ცუდად – 20%;
ძალიან ცუდად – 8%;
არ ვიცი – 22%.
NDI ასევე აქვეყნებს თბილისის საკრებულოს მუშაობის წინა წლების რეიტინგს. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს თბილისის საკრებულოს დადებითი შეფასება 5%-ითაა გაუარესებული.
2019 წელს თბილისელების 9% თვლის, რომ საკრებულო მუშაობს კარგად; 2018 წელს დადებითად აფასებდა -14%; 2017 წელს – 12%.
2019 წელს საკრებულოს მუშაობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 27%, 2018 წელს იყო 26%, 2017 წელს – 28%.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.