NDI საკრებულოების მუშაობის შეფასებას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხრიდან თბილისის გარეთ საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს 27%, უარყოფითად – 20%.
კვლევის თანახმად, თბილისის გარეთ საკრებულოების შეფასების რეიტინგი ასეთია:
ძალიან კარგად მუშაობს, ამბობს გამოკითხულთა – 3%;
კარგად – 24%;
საშუალოდ – 36%;
ცუდად – 17%;
ძალიან ცუდად – 3%;
არ ვიცი – 16%.
NDI-ის კვლევის თანახმად, თბლისი მერს დადებითად აფასებს 45%, რაც 2%-ით მაღალია, ვიდრე იყო აპრილის კვლევაში.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.