NDI ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მერების საქმიანობას აფასებს.
გამოკითხულთა 28% აცხადებს, რომ თბილისის გარეთ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების მუშაობა კარგია.
ძალიან კარგი – 2%;
კარგად – 26%;
საშუალოდ – 34%;
ცუდად – 16%;
ძალიან ცუდად – 4%;
არ ვიცი – 18%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.