წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, სკოლებში მოეწყო სველი წერტილები, ასევე, კარ-ფანჯარები და სახურავები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ეს კი, ვფიქროთ სწავლის პროცესს კომფორტულსა და სასურველს გახდის. სკოლებში სარეაბილოტაციო სამუშაოები მომავალ წლებშიც გაგრძელდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში წელს 659 პირველკლასელი დარეგისტრირდა. მოსწავლეებს “დედა ენა“ და “ბუქები“ გადასცეს.
ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს 79 პროექტისთვის 7.2 მილიონი ერგო.