წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი გამოიყო

788

მცხეთის მუნიციპალიტეტში წელს განათლების ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 სკოლაში ახალი პროექტები განხორციელდა და ეს სკოლები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.

მათივე ცნობით, სკოლების განახლებისთვის პროექტების განხორციელება შემდგომშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტს 21 პროექტისთვის 2 მილიონი ერგო.