ფოთში მდინარე კაპარჭასა კალაპოტს წმენდენ

1131

ფოთში მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა მიმდინარეობს.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაუწმენდიათ.

“ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.

“ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა”, – განმარტავენ მერიაში.

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.

Posted by ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია – Municipality of Poti City on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019