დმანისის სოფელ ირგანჩაიში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა სოფელ ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სირგძე 1 653 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება შეადგენს 700 365 ლარს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა მოეწყო, ასევე განხორციელდა მდინარის კალაპოტისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ერთი ხიდი, ხოლო ორი ხიდის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
დმანისის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ირგანჩაიში გაზიფიცირება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ 496 აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პირადად მოისმინა მათი პროებლემები და საჭიროებები, მოგვარებას კომპეტენციის ფარგლებში დაპირდა.