ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 15 ნოემბრამდე დასრულდება.
“პროგრამის ბიუჯეტი 740 000 ლარია და მნუნიციპალიტეტის 63 სოფელში, ჯამში, 94 პროექტი ხორციელდება, რაც ამდენივე საჭიროების მოგვარებას ნიშნავს: მზა ბეტონის შესყიდვა, გარე-განათების ქსელის გაფართოება, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მოსაცდელებისა და ფანჩატურების მშენებლობა, სოფლის სახლებისა და სოფლის წისქვილების რემონტი, საცალფეხო ბილიკებისა და სასაფლაოების მიდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სპორტული ობიექტების განათება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება – ეს ის ღონისძიებებია, რომელიც მოსახლეობამ პრიორიტეტულად მიიჩნია და საკუთარი სოფლის ბიუჯეტით თავად დაგეგმა”, – ამბობენ მერიაში.