ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობა ხდება. თითოეული საბავშვო ბაღი 30 – 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ასევე ქალაქ ვანში რემონტდება ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში ფართი N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით. სარეაბილიტაციო სამუშაოებია მთისძირის საბავშვო ბაღშიც. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის 120 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტების ჯამური ღირებულება 541 950 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ამხანაგობა „ჭერი“ და შპს „იმედი 2015“ ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.