ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

662

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“ზრესის სარწყავი სისტემის აღდგენა მუნიციპალიტეტში 1 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდებას 440 ჰექტარზე გააუმჯობესებს”, – აცხადებენ საქართველოს მელიორაციაში.

მათვე ინფორმაციით, ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 9 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1700 ჰექტარზე გაუმჯობესდა.