ზუგდიდში 5 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1609

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიის მეორე კომპაქტის ფარგლებში, ზუგდიდის 5 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაფტირებულია შშმ პირებისთვის. ასევე, სკოლები აღჭურვილია სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა”, – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “მილენიუმის“ პროექტში მე-10, მე-8, მე-4, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი სკოლებია ჩართული.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მილენიუმის პროექტით 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროცესი თითქმის დასრულებულია და ამჟამად სკოლების დასუფთავება და სასწავლო წლისთვის მომზადება მიმდინარეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩვენი მოსწავლეები ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სკოლებში მიიღებენ განათლებას“-აღნიშნა სკოლების დათვალიერებისას ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.