ახმეტაში მე-2 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ბაღში არსებული ყველა ოთახი და სველი წერტილი. სრულად შეიცვლება კარ–ფანჯარა, გამოიცვლება იატაკი, მოპირკეთდება კედლები და გარე ფასადი, მოეწყობა ცენტრალური გათბობა.
პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 412 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და გამგებლის მოდგილემ ვანო ნასყიდაშვილმა დაათვალიერეს.
გამგებლის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება ქ.ახმეტის მე-4 ბაღის რეაბილიტაციაც.
ბლოგი
ტესტი
როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?
პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...