ავჭალაში ჭედიას ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარს აკეთებენ

891

გლდანის რაიონში, ავჭალაში, ჭედიას ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში, ბეტონის საფარი დაახლოებით, 500 კვ.მ ფართობზე დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 32 000 ლარი არის გათვალისწინებული.

„ჭედიას ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის გზა ეწყობა. გზის აღნიშნული ნაწილი ძალიან დაზიანებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ჩვენ მათ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მალე ადგილობრივები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, – აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს.