საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახალქალაქში ის აბრები შეიცვალა, სადაც დასახელებები არასწორად იყო დატანილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აბრების შეცლის სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „ჯავახავტოგზამ“ შეასრულა: „სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც დავალებული გვქონდა, ყველა აბრა შევცვალეთ, თუ კიდევ სხვა აბრებსაც დაგვავალებენ, იმათაც შევცვლით“,– გვეუბნება „ჯავახავტოგზას“ ხელმძღვანელი ნოდარ ინსარიძე.
ჯამში რამდენი აბრა შეიცვლა უცნობია, თუმცა ნოდარ ინასარიძის თქმით, ყველა აბრა შეცვალეს, რომლისთვისაც ახალი დასახელებები დამზადდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ათობით სოფლის აბრაზე, დასახელებები შეცდომით იყო დატანილი. აღნიშნულის შესახებ პირველად, სოციალურ ქსელში, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ენის პალატას დასახელებების შესასწავლად მიმართა, რის შემდეგაც, ენის პალატისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციამ დასახელებები დააკორექტირა და, ახალი აბრების განსათავსებლად, შესაბამისი დოკუმენტი საგზაო დეპარტამენტს გადაუგზავნა. დეპარტამენტმა კი ახალი აბრები დაამზადებინა და ადგილობრივ კომპანიას დაამონტაჟებინა.