ახალციხის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები შეისწავლა

784

ახალციხის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები შეისწავლა. თვითმმართველობის ინფორმაციით, ზარალმა 300 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ზარალის საბოლოო ოდენობა დაზუსტებული არ არის, რადგან ნახანძრალ ადგილებზე შედეგებს ისევ ითვლიან: “ზუსტად ყველაფერი ორ–სამ დღეში გვეცოდინება, ნახანძრალი ადგილების აღდგენისთვის პროექტიც მაგ დროს იქნება სრულად მზად. თუმცა ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა“.

ამ დროისათვის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ნახანძრალი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუშები, დამწვარი მასალისგან სახურავის იმ ნაწილს ასუფთავებენ, რომლის აღდგენაც უნდა მოხდეს.

გასუფთავდება ეს ყველფერი და მერე თავიდან დაიწყება გადახურვა და შემდეგ დანარჩენი. საქმე აშკარად ბევრია, ამჯერად ხუთი მუშა ვართ და ვწმენდთ, რაც დამწვარია“, – ამბობენ მუშები.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი15 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ჯერ სახურავში, შემდგომ კი კაბინეტებზე გადავიდა.