გორის მაჟორიტარი დეპუტატი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომელიც დეპუტატისა და მისი ახლობლების ბიზნესსაქმიანობას ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გამჭვირვალობის ინფორმაციით, მაკრხაიძემ ახლობლებთან ერთად, დეპუტატობის პერიოდში სახელმწიფო ტენდერებიდან 91 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რასაც პარლამენტარი სიცრუეს უწოდებს.
“საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა როგორ მიმდინარეობს ელექტრონული ტენდერი. იქ, საერთოდ არ ჩანს ვინ მონაწილეობს. საიდან დაადგინეს, რომ ჩემი ან ჩემი ძმის კომპანია ტენდერში იმიტომ იგებს, რომ მე დეპუტატი ვარ? დაასახელონ პროექტი, რომელი არ შეასრულა ხარისხიანად, თანაც განსაზღვრულ ვადებში ჩვენმა კომპანიებმა? ან მე მაგდენი ფული როგორ უნდა მეშოვა პარლამენტიდან. ან რომ იძახიან ტენდერებიდან იღებენ თანხებსო, შესრულება რომ აქვს კომპანიას მაგალითად 300 000, ეს ფული პირდაპირ ერთი პიროვნების ჯიბეში მიდის? იქ ხალხი არ მუშაობს? ტექნიკას არ სჭირდება? მასალებს და ა.შ. ჩემთან მოსულიყვნენ და ვეტყოდი სიმართლეს თუ აინტერესებდათ, საიდან მოიტანეს რომ მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა 3 წელში 91 მლნ ვიშოვეთ, ეს არის სიცრუე”, – აცხადებს იოსებ მაკრახიძე.
ორი დღის წინ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების[1] შემდეგ იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.