ბორჯომში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, გამყოლი კედლების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

1216

ბორჯომში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, გამყოლი კედლების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.  რეაბილიტაცია ქუჩის ორივე მხარეს უტარდება. ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაეცნო.

გამგებლის განმარტებით, აღმაშენებლის ქუჩაზე გამყოლი ბეტონის კედელი მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის კერამიკული ფილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანდა, ნაწილი კი მთლიანად ჩამოიჩალა.
„ამჟამად ტერიტორიაზე ძველი ფილების დემონტაჟი დასრულებულია. მიმდინარეობს კედლების გამაგრება და აღდგენა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კედლების მოპირკეთებ ბაზალტის ფილებითაა გათვალისწინებული, არსებული მოაჯირების რეაბილიტაცია მოხდება, ასევე ახალი მოაჯირები მოეწყობა, ავტოსადგომების კარებები კი აღდგება და შეიღებება,“- განაცხადა გამგებელმა.

აღმაშენებლის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ გზას წარმოადგენს. ის ქალაქის შემოსასვლელში მდებარეობს. მისი კეთილმოწყობა კი ქალაქს მნიშვნელოვნად გაალამაზებს და ვიზუალურ ეფექტს შესძენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი