მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

1587

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება, დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია.

“სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის”, – განმარტავენ სამინისტროში.