გორის სოფელ ზეღდულეთში სპორტული მოედანი ეწყობა

547

გორის სოფელ ზეღდულეთში სპორტული მოედნის მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ 97 221 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ოქტომბერში დაასრულებს.

2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული 2 800 000 ლარის ღირებულების 93 პროექტი ხორციელდება. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევა.

პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში 2016 წელიდან ხორციელდება.