ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

897

ადიგენში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლების ამხერი, სამყურისა და ღორძის სარწყავი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, გაიწმინდა ბეტონის არხები და მოეწყო 200 მეტრზე ლითონის ნახევარმილები. პროექტის ღირებულება 13 559 ლარია.

ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სოფელ სამყურის სასმელი წყლის სათავე ნაგებობას, პროექტის ღირებულება 4 237 ლარია. განხორციელებული სამუშაოების შემდეგ წყალი მოსახლეობას უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება.