ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მერი ლევან ლიპარტია მოადგილეებთან დავით ზაალიშვილთან და ბუბა ბერიძესთან ერთად გაეცნო.
ამჟამად მოედნები ეწყობა: სოფელ ყვიბისში; სოფელ ჩითახევში; სოფელ დვირის საჯარო სკოლის ეზოში; მთის ხეობის მიმდებარედ;
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ ასევე წელს დაიწყება კიდევ 5 სპორტული მოედნის მოწყობა.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა 2 სოფელში, კორტანეთსა და ბეშეთში.