მცხეთის მერიაში მოქალაქეებისთვის “დრესკოდი” დააწესეს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანების ნაწილს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილებაზე შეზღუდვები აქვს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
მერიამ მოქალაქეებს დაუდგინა, როგორი მაისური, შარვალი, ან ფეხსაცმელი არ უნდა ეცვათ. როგორც მოქალაქე ბექა ზაკაიძე ფეისბუქზე წერს, დაწუნებული ტანსაცმლის გამო არქიტექტურის სამსახურიდან დოკუმენტი ვერ გამოიტანა:
“უეჭველი, ფერადკანიანებზე და არაბებზეც უნდოდათ ამ […] გამოკვრა, მაგრამ იკონკა ვერ იპოვეს. მოკლედ, გარედან შეხედავ და შენობაა… და, ნუ, შიგნით რა ხდება… მრცხვენია…”
“დრესკოდის” არსებობას ადასტურებს მერიის პრესსამსახური და განმარტავს, რომ ეს წესი მხოლოდ კაბინეტებში შესვლაზე ვრცელდება:
“თვითონ თანამშრომლებისგან წამოვიდა ეს მითითება, რომ ყოფილიყო “დრესკოდი” იმიტომ, რომ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე, როცა ასეთი ადამიანები შემოდიან… [როგორი] ვერ განვმარტავ, Facebook-ზე გამოვაქვეყნებთ განმარტებას”.
როგორც On.ge-მ მერიის პრესსამსახურთან საუბრისას გაარკვია, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ კაცებზე:
“მოკლე კაბაზე არაფერი არ ხატია”.