მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – მცხეთა – ოქტომბერი; წეროვანი – ოქტომბერი; მუხრანი – ოქტომბერი; ძველი ქანდა – ოქტომბერი.
2023 წელი – ქსანი – იანვარი; ციხისძირი – იანვარი; ქსოვრისი – იანვარი; ვაზიანი – იანვარი; ცხვარიჭამია – ივნისი; ძეგვი – ივნისი; წილკანი – ოქტომბერი; ძალისი – ოქტომბერი.
2024 წელი – მისაქციელი – აპრილი; აღდგომლიანთკარი – აპრილი; ნავაზი – აპრილი; ნატახტარი – აპრილი; გალავანი – აპრილი; ნავდარაანთკარი – აპრილი; ჯიღაურა – აპრილი; ნიჩბისი – ოქტომბერი; ლისი – ოქტომბერი; საგურამო – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.