ზუგდიდში სკვერისა და კორპუსების ეზოების მოწყობა მიმდინარეობს

818

ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისა და ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 252 581 ლარია.

ასევე თამარ მეფის ქუჩასთან ერთად მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. სამუშაოების ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის დაგებას, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, გაზონების მოწყობასა და შემოღობვას.