ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად განახლდება შენობის სახურავი, ახლით შეიცვლება არსებული კარ-ფანჯარა, მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემა და გაკეთდება ელექტო გაყვანილობა, გარდა ამისა მოპირკეთდება და შეიღებება ფასადი.
“რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 19 424 ლარი გამოიყო, სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და 19 სექტემბერს დასრულდება. მოსახლეობა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს, ვინაიდან ამბულატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელვანია ადგილობრივებისთვის”, – ამბობენ მერიაში.
ამასთან, როგორც ადიგენის მერიაში აცხადებენ, სოფელ ლელოვანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკვე მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და სასმელი წყლის მილები, ასევე, მათივე ცნობით, მოიხრეშა სასაფლაომდე მისასვლელი გზა. პროექტის საერთო ღირებულება 12 000 ლარია.