საარჩევნო კანონმდებლობაზე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი გრძელდება. რჩება სადავო საკითხები, მათ შორის რეკლამის ტექსტის რეგულირება და ბლოკები. დღეს ისიც ითქვა, რომ ოპოზიცის ნაწილი ეგზიტპოლების აკრძალვასაც ითხოვს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
საარჩევნო კანონმდებლობაში ოპოზიცია დაფინანსების წესთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიებს. ასევე, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ბლოკების შექმნა.
სამოქალაქო სექტორი საკუთარ ხედვას დღეს წარადგენს.
საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა.