საგარეჯოს მუნციპალიტეტში ე.წ ყვავის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები იგეგმება

672

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კურორტ კოდაში ე.წ ყვავის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები იგეგმება.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საგარეჯოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა ტაძრის პროექტი, რის მიხედვითაც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

“კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის შენარჩუნების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საგარეჯოში არსებულ ტაძრის ნანგრევებს ახალი სიცოცხლე შთაბერონ. ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტაძრიდან საგარეჯოს და ივრის ჭალების პანორამა იშლება.