მოწერელია: ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია

1195

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა ფოთში არის ძალიან სავალალო, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში არის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მისი ავტორი ცნობილი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. მიმდინარეობას მოლაპარაკება მის ამჟამინდელ მფლობელთან და გადმოცემის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოვალეობაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რადგან ის დარჩეს ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაათვალიერებისას განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რწმუნებულის მოადგილეებმა, ფონდ “ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილეებმა მოინახულეს.

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ძეგლები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ფონდი “ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ისტორიული ძეგლების განხილვას და პერსპექტივაში მათი აღდგენის შესაძლებლობას.

✔ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის…

Posted by ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია – Municipality of Poti City on პარასკევი, 02 აგვისტო, 2019