დაბა ადიგენში წყლის სისტემის მშენებლობისთვის 2.7 მილიონ ლარამდე იხარჯება

755

დაბა ადიგენში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების ქსელი. ასევე, მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შედეგად, 1 000-მდე ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

“დაბაში ათეული წლებია წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, არსებული წყლის სათავე ნაგებობა და რეზერვუარები რეაბილიტაციას საჭიროებს. წყლის სათავე ნაგებობაზე ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.

პროექტი 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 665 557 ლარია გამოყოფილი“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.