ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კედელი ჩამოინგრა და მუშა დაშავდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“ქრონიკის“ ინფორმაციით, კაცი სამაშველო ეკიპაჟებმა უკვე ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მუშას ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფით.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.