„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი მხარდამჭერებს ბათუმში შეხვდნენ.
როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ, ლევან ვარშალომიძემ და პარტიის სხვა წევრებმა არსებული პრობლემების დაძლევის გზებსა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.