უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კოშკის ზედა ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“დღეს დილით ჩამოშლილა კიდევ კოშკის ნაწილი. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო“, – ამბობს ადგილობრივი ნაირა ვაჩლიანი.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. იგეგმებოდა თუ არა წელს ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.