ზესტაფონში მუნიციპალიტეტში ქალაქის 3 და სოფლის 12 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენობის სახურავის, კარ – ფანჯრების, სველი წერტილებისა და გათბობის სისტემის აღდგენა მიმდინარეობს.
როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
ასევე, მატივე ცნობით, მიმდინარეობს ზედა საქარის სკოლის მშენებლობა. ზედა საქარის საჯარო სკოლის კორპუსი, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარის 642 პროექტი განხორციელდება. ამასთან, იმერეთს განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან 187 პროექტისთვის 9 მილიონი ერგო.