ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 39 მილიონი ლარის 580 პროექტი განხორციელდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, შიდა ქართლისთვის 4.4 მილიონი გამოიყო და ჯამში 438 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 85 პროექტი კი უკვე დასრულებულია.
უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტს ჯამში 26.6 მილიონი ლარის ღირებულების 35 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 1 მილიონის 32 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 2.2 მილიონი ლარის ღირებულების 10 პროექტი დაუფინანსდა.
გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 1 პროექტისთვის 500 000, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 64 პროექტისთვის 4.3 მილიონი ერგო.