ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის მარცხენა ასახვევები გაუქმდება

1025

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის მარცხენა ასახვევები გაუქმდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განმარტა, ცვლილება მას შემდეგ გახდება საჭირო, რაც ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლი ქუჩის შუაში დაიხაზება. მისივე თქმით, ქუჩები აუცილებლად გაცალმხრივდება შიდა ვაკეში.

“ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა აუცილებლად დარჩება, მაგრამ მარცხენა ასახვევები გაუქმდება. მარცხენა ახვევები იქნება ფალიაშვილის ქუჩიდან“, – აღნიშნა აბესაძემ.

ცნობისთვის, ვაკეში ჭავაჭავაძის გამზირზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე ავტობუსების ზოლები ქუჩის შუაში იქნება.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოებისას ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ. ხოლო, თუ  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, თბილისის მერია ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დაასრულებს.

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მაგრად მიმდინარეობს.