ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანენ

1219

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით და ამ პროექტის ფარგლებში მინდა დავავალო ბატონ ლევან ჯღარკავას, რადგან ამ ქუჩის რეაბილიტაციას ვაკეთებთ, სრულყოფილად მინდა, რომ საპილოტე პროექტად ლურჯი სანაგვე ურნები, რომლებიც ქუჩაზე დგას, ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ. ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში, რათა შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაციები განხორციელდება, გვქონდეს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება.

ვიზუალურადაც არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ეს სანაგვე ურნები, შესაბამისად, ჩვენ ჩავიტანთ მიწის ქვემოთ. ზემოდან დახურული იქნება, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ნაგავი გადაყარონ ჩვეულებრივად, უბრალოდ ეს ღია და თვალშისაცემი არ იქნება. იქნება სისუფთავე და იქნება მოწესრიგებული. ეს შეიძლება ნაგვის დახარისხების (სეპარირების) თვალსაზრისითაც გავაკეთოთ, მე მგონია მაგარი პროექტი გამოვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება.

ამასთან, ცნობილია, როგორ შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს.