კალაძე: თუ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დავასრულებთ

997

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თუ დავინახეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც დაწყებულია და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, 8 მეტრის სიღრმეზე უნდა გამოიცვალოს.

“ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დღეს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე და არის ალტერნატიული მარშრუტი, სადაც შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით გადაადგილება.

პირველი ეტაპის სამუშაოები ეს არის მიწიქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა.

ელექტროსადანები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწისქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწერიგებული, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქალაქებშია.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს.

ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქსელი რომელიც არის განთავსებული მიწის ქვემოთ რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის დაზიანებული. იგივე მდგომარეობაა მელიქიშვილზე, ამიტომ “GWP-სთან” ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები.

როგორც გვეუბნებიან ის მილები, რომელიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე, როდესაც დაიწყება სამუშაოები გაიხსნება ყველაფერი, მერე მარტივი იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყოლოდით. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, თუ ვერ მოვასწრებთ იმ შემთხვევაში”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილია, როგორ შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ.