კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მაგრად მიმდინარეობს

1223

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მაგრად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირის დასათვალიერებლად მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

“მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო აქ მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა როდესაც დამთავრდება სამუშაოები, ჩვენ ყველა ერთად ვიამაყებთ ამ პროექტით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოებისას ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ. ხოლო, თუ  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, თბილისის მერია ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დაასრულებს.

კალაძის შეფასებით, ასევე, კმაყოფილია კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესითა და ტემპით. ხოლო, რაც შეეხება ვაშლიჯვრის ესტაკადას, აქ მერის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა, ეს პრობლემები აღმოფხვრილია და დაახლოებით, 10 დღეში სამუშაოები დასრულდება.