სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია აწვდიან.
“სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.
სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები”, – განმარტავენ მერიაში.