საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 406 302 ლარით 1 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მშენებლობა და 5 ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულებები გაფორმებულია და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.
მათივე ცნობით, სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობა ქალაქ ხობში, ხოლო ამბულატორიების რეაბილიტაცია სოფელ ხამისკურში, ახალ ხიბულში, პირველი მაისში, ძველი ხიბულში და საჯიჯაოში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.