მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

538

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელში – კაჩაგანში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ხანჯიგაზლოში 1200 მეტრი გზის,  თაქალოში 1580 მეტრი სიგრძის გზის, ხოლო სოფელ კაჩაგანში 1100 მეტრი  გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.

აღნიშნულ სოფლებში გზების რებილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება  739 000 ლარია.