2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სველი წერტილები, შიდა ინტერიერი, ფასადი და კარები განახლდება. ასევე, განხორციელდება შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და სკოლის შესასვლელი გრანიტით მოპირკეთდება. სარემონტო სამუშაოებს, შპს “კ.გ“ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის 8 სოფლის სკოლას წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება.