სენაკში ქალაქის ცენტრალური ნაწილის განახლების პირველი ეტაპი დაიწყო

854

სენაკში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი მოიცავს გზის ბაზალტის ქვაფენილით მოპირკეთებას, გრანიტის ქვაფენილების დაგებას, მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლისა და დეკორატიული ლითონის მოაჯირის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათება. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყობა გრანიტის ტროტუარები და ბორდიურები.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალური მოედანი შეიცვლის იერსახეს. ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული განახლების პირველი ეტაპი’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ეგებუაძემ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 167 400 ლარს,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გოჩა ქირათელიძე ახორციელებს. სამუშაოებზე   25 ადამიანია დასაქმებული.