შილდა – მსოფლიო მწვანე არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში

5975

ევრონიუსმა შილდის ღვინის ქარხანა მსოფლიოს მწვანე არქიტექტურის 5 საუკეთესო ნიმუშს შორის დაასახელა. “ჯერჯერობით, შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია”, – წერს ევრონიუსი.

შილდის ღვინის ქარხანა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პროექტი ბრიტანული კომპანიის – X-Architecture-ის მიერაა შექმნილი. კომპანიას სათავო ოფისები თბილისსა და ლონდონში აქვს გახსნილი.

“შენობა ვენახებთან ისეა შერწყმული, რომ ის ძლივს შესამჩნევია. უფრო მეტიც, ნიადაგის თერმული მასა გამოიყენება შენობის გასაგრილებლად, ხოლო ფასადის დიდი ნაწილი ჩრდილოეთით მდებარეობს იმისათვის, რომ მზისგან მომავალი რადიაცია შეამციროს, რაც, ასევე, ამცირებს ენერგოდანაკარგებს”, – წერს ევრონიუსი.

ევრონიუსის ფოტო

მსოფლიოს დიდმა ქალაქებმა გარემოზე ზრუნვას და ამისთვის ახალ-ახალი მწვანე სივრცეების შექმნას მას შემდეგ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს, რაც გაერომ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქებსა და მათთან ახლოს მდებარე სოფლებში იცხოვრებს. ამიტომაც სულ უფრო მეტად ზრუნავენ მსოფლიოს დიდი ქალაქები, შექმნან მწვანე არქიტექტურა, რომელიც დაიცავს გარემოს და ადამიანებს – სულ უფრო და უფრო მეტია მოთხოვნა, შეიქმნას ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრისები, ოფისები იმისათვის, რომ გარემოზე ზემოქმედება ნელ-ნელა შემცირდეს.

რაც მთავარია, მწვანე არქიტექტურის ნიმუშები, ეკოლოგიური მდგრადობის გარდა, საოცრად ლამაზია.

ევრონიუსმა, შილდის ღვინის ქარხანასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით მწვანე არქიტექტურის კიდევ ოთხი საუკეთესო ნიმუში გამოაქვეყნა. ესენია:

ტორონტოს ხის კოშკი. მისი ავტორი აქტიტექტორი კრის პრექტია. მისივე შექმნილია სახლი, რომელიც გერმანიაში, ქალაქ კასელთან ახლოს მდებარეობს. ის ინ და იან პრექტებს ეკუთვნით.

Park Royal-ის სასტუმრო, რომელიც სინგაპურის არქიტექტურული კომპანია WOHA-ს მიერაა შექმნილი. კომპანია რიჩარდ ჰასელსა და ვონ მან სამს ეკუთვნით.

ევრონიუსის ფოტო

სტეფან მანტუმ, რომელიც რუმინეთში ცხოვრობს, შექმნა იდეა – “გამორთეთ ქსელიდან ოფისი”.  თავის ნამუშევარზე ის ამბობს: “ეს არის ჩვენი ბუნებასთან შეკავშირების მუდმივი სურვილი”.

ევრონიუსის ფოტო

“PAZ არქიტექტურის” მიერ შექმნილი “Corallo House”-ის პროექტი გვატემალას ქალაქ სანტა-როსალიაში. აღსანიშანვია, რომ ის გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული. არქიტექტორს სურდა, რომ გარშემო არსებული ხეები გამხდარიყო საცხოვრებლის ნაწილი.

ევრონიუსის ფოტო