სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
„მთის ფონდის“ დაფინანსებით, შენობაში თანამედროვე ტიპის დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის არამედ მეზობელი სოფლის მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.