ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების – გორასა და უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1421

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების – გორასა და უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება აღნიშნული გზის 2 500 მეტრიანი მონაკვეთი, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 540 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი XXI” ახორციელებს.

დღეს სოფელში მიმდინარე გზის მოსფალტების სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ,მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ბესარიონ ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა.

სპეციალისტების თქმით გორა-უხუთის დამაკაშირებელ საავტომობილო გზაზე  სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად სრულდება.