ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქვემო ოსიაურსა და ალში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს; სოფელ ქინძათში კი ახალი მინი სტადიონი მოეწყობა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ ქვემო ოსიაურში გზის მოასფალტებისთვის სულ 220 958 ლარია გამოყოფილი, სოფელ ალში – 399 000 ლარი. ხოლო სოფელ ქინძათში მინი სტადიონის მოწყობისთვის 47 185 ლარი გამოიყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსთან გიორგი პაპიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!