დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყარო-ქედების დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,სერპარტინი“ ახორციელებს. გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის პრობლემა აღარ იარსებებს.