“გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო.
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” წარმომადგენლების აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის I კორპუსიდან ატენის ქუჩის კუთხემდე არსებული 200 მილიმეტრიანი დიამეტრის ამორტიზირებული, 1960 წელს აშენებული ფოლადის გაზსადენი 315 მილიმეტრიანი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით შეიცვლება, რომლის სიგრძე 1 000 მეტრია.
“არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იცვლება ცენტრალური გაზსადენი და არსებულ გაზსადენზე დაერთებული ყველა განშტოება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოებისას ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ. ხოლო, თუ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, თბილისის მერია ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დაასრულებს.
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მაგრად მიმდინარეობს.